წინამდებარე ვებ–საიტის საშუალებით მკითხველი გაეცნობა სამეგრელოსა და დადიანების ოჯახს, რომლის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე მომდინარეობს. გვერდი წარმოადგენს ანალოგს იმ ვებ–საიტისა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს თავადების – ჭავჭავაძეების – ოჯახს ეძღვნება. იგი შეიცავს ტექსტებს, ფოტოებსა და რუკებს, რომელთა მიზანიც დადიანების არაჩვეულებრივი ოჯახისა და, მთლიანად, იმ ეპოქის სულისკვეთების წარმოჩენაა. ვებ–საიტი განკუთვნილია მკვლევრების, სტუდენტებისა და საზოგადოების ყველა იმ წევრისათვის, რომლებსაც სამეგრელოს წარსულში ექსკურსის სურვილი გააჩნიათ. ამ რეგიონის მდიდარი ისტორიის წარმოჩენასთან ერთად წინამდებარე ვებ–საიტი ასევე ქმნის გარკვეულ საფუძველს ისტორიის ბურუსით მოცული მონაკვეთების უფრო ღრმა კვლევისათვის. ვებ–საიტი სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი:
ამ საიტისათვის ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველწყაროების რაოდენობა შეზღუდული იყო (შედარებით ახლო წარსულიდანაც კი), ხოლო დეტალიზაციის თვალსაზრისით, მეორეული წყაროები ფრიად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: მეორად წყაროებში ქრონოლოგია ხშირად არასრულყოფილია. ფაქტობრივი თხრობა კი ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტაციაში გადაიზრდება ხოლმე. სასარგებლო იყო დადიანების შთამომავლებისაგან აღებული ინტერვიუები, მკვლევრებთან კავშირი და დადიანის სასახლეში ვიზიტები, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა მთლიანი სურათის შექმნა და ზოგიერთი ფაქტობრივი შეცდომის თავიდან აცილება (აქედან გამომდინარე, მკითხველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ, დაგვისვან შეკითხვები და შემოგვთავაზონ შესწორებები). მხატვრების მსგავსად, მიუხედავად ფორმებისა და ფერების შეზღუდული არსენალისა, წინამდებარე საიტის შემქმნელები მაინც შეეცადნენ წარმოეჩინათ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი, ის დრო და სივრცე, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.
ამგვარი წინათქმის შემდეგ, კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება დადიანების სამყაროშ....
[1] სამეგრელოს რუსებმა "მინგრელია" დაარქვეს, XIX საუკუნემდე კი მას "ოდიში" ეწოდებოდა. ამ ვებ-საიტზე ტერმინი "ოდიში" ხშირად იქნება მოხსენიებული იმ პერიოდის სამეგრელოს აღსანიშნავად.