სამეგრელო

შავი ზღვის რეგიონი

სამეგრელოს დასავლეთიდან შავი ზღვა, ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წყალუხვი სივრცე, ესაზღვრება.

ისტორიულად, ზღვის გარშემო მდებარე მხარე რელიგიების, კულტურებისა და ენობრივი ჯგუფების შეჯახების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, რაც, გარკვეულწილად, დაძაბულობას ქმნიდა. აღნიშნული დღესაც სამეგრელოს პრობლემად რჩება. მცირე პოლიტიკური ერთეულების (როგორიცაა სამეგრელოც) ერთმანეთში ბრძოლა ამ რეგიონის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა; იგი ეფუძნებოდა ადგილობრივი ტომების, ოჯახური დინასტიებისა და მცირე ენობრივი ჯგუფების ლტოლვას თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენ, განსაკუთრებით იმ საფრთხის ფონზე, რასაც მათ გაცილებით ძლიერი მეზობლები – რუსეთის იმპერია, თურქეთი, ბიზანტია და სპარსეთი – უქმნიდნენ. კიდევ ერთი ისტორიული პრობლემა იყო შავი ზღვა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

სამეგრელო

გეოგრაფია და გეოლოგია

შავი ზღვა ატლანტიკის ოკეანეს ბოსფორის სრუტით, მარმარილოს ზღვით, დარდანელის სრუტით, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებით უკავშირდება. შავი ზღვის ზედაპირის ფართობი 461000 კვადრატული კილომეტრია (178000 კვადრატული მილი). იგი ოდნავ აღემატება მასზე ორჯერ უფრო ღრმა მეზობელ კასპიის ზღვას (მისი მაქსიმალური სიღრმე 2210 მეტრს შეადგენს [7250 ფუტი]). შავი ზღვა ჩრდილოეთით უკრაინას, ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთს, აღმოსავლეთით საქართველოს, სამხრეთით თურქეთს, ხოლო დასავლეთით ბულგარეთსა და რუმინეთს ესაზღვრება.შავი ზღვის რეგიონში ორი კლიმატური ზონა იყრის თავს. ჩრდილოეთით ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით სტეპების ჰავა ჭარბობს. სამხრეთი ნაწილი კი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება: ხშირი წვიმებით, თბილი ზამთრითა და ტენიანი ზაფხულით. ამ ორი კლიმატური ზონის ურთიერთგადაფარვის ადგილებში ძლიერი ქარი მძვინვარებს და ბატონობენ ცვალებადი დინებები, რომლებიც შავ ზღვაზე მოცურავე მეზღვაურებს ყოველთვის შიშის ზარს სცემდნენ.შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის წყლის უწყვეტი მიმოცვლის მიუხედავად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის სიღრმე ბიოლოგიურად უსიცოცხლოა, რაც სუსტი ვენტილაციით არის გამოწვეული. ზღვის ფსკერი შავი შლამისაგან შედგება, რომელიც გოგირდწყალბადისაგან ქაფდება და მომწამლავ ნაზავს ქმნის. შლამის მუდმივი შევსება ზემოდან დალექილი მკვდარი მცენარეებითა და ცხოველური მასით ხდება.

არქეოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის შემსწავლელი ფართო მასშტაბის წყალქვეშა არქეოლოგიური ექსპედიციები არ ჩატარებულა, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებამ (როგორიცაა, მაგალითად, ადგილმდებარეობის დამდგენი გლობალური სისტემები – GPS) და ახალი თაობის რობოტებმა, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაპირობა შექმნან. საგანძურის აღმოჩენის სავარაუდო ნიშნები 1990–იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა, როდესაც რობერტ ბალარდმა, ლეგენდარულმა ოკეანოგრაფმა და წყალქვეშა არქეოლოგმა (რომელმაც საყოველთაოდ ცნობილი გემების „ტიტანიკისა“ და „ბისმარკის“ ნამსხვრევები აღმოაჩინა), შეკრიბა გუნდი, რომელსაც შავი ზღვის სიღრმეში, სინოპის (თურქეთი) სანაპიროდან მოშორებით, ფსკერი უნდა გამოეკვლია. გუნდმა მიაკვლია ბიზანტიური პერიოდის გემის ნამსხვრევებს, რომელიც V საუკუნეში ღრმა, უჟანგბადო წყლის ზონაში ჩაიძირა. გემი საოცრად კარგად იყო შემონახულიკიდევ ერთ სენსაციად იქცა დიოსკურიის, ბერძნული სავაჭრო ცენტრის, კედლებისა და კოშკების აღმოჩენა, რომლებიც აფხაზეთის ქალაქ სოხუმის მიმდებარე მეჩხერ წყლებში ჩატარებული გათხრების შედეგად იქნა ნაპოვნი. დიოსკურია ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში გაშენდა და ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, რომაელების ეპოქაში, სებასტოპოლისის სახელწოდებით გახდა ცნობილი. აქედან ხდებოდა ხე-ტყის, სელის ქსოვილისა და ჰაშიშის ექსპორტირება საბერძნეთში. ამავდროულად, ქალაქი რეგიონში მონებით ვაჭრობის ცენტრსაც წარმოადგენდა.

ვაჭრობა

სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ დააარსეს სავაჭრო ცენტრები, რომელთა რიცხვს სინოპი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია), ფაზისი (თანამედროვე საქართველო, მდინარე რიონის შესართავი), პანტიკაპეუმი (ახლანდელი ქერჩი, უკრაინა) და დიოსკურია მიეკუთვნებოდნენ. ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მონეტებითა და თიხის ჭურჭლით მტკიცდება, რომ იმ პერიოდისათვის ბერძნებსა და ადგილობრივ ტომებს შორის სავაჭრო ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული, თუმცა ბერძნების მიერ ამ რეგიონის კოლონიზაციისა და კულტურიზაციის ზუსტი თარიღი ჩვენთვის დღემდე უცნობია.შუა საუკუნეებში შავი ზღვა უზრუნველყოფდა ევროპასა და ისლამურ სამყაროს შორის კავშირს. IX საუკუნიდან XVI საუკუნემდე შავი და კასპიის ზღვები ამ ორ რეგიონს შორის გაცხოველებული ვაჭრობის ცენტრებს წარმოადგენდა; XIII საუკუნის ბოლოს, მონღოლეთის კარზე თავისი ლეგენდარული ვიზიტის შემდეგ, მარკო პოლო კონსტანტინოპოლის გავლით ევროპაში დაბრუნდა. ევროპული საექსპორტო საქონელი, ბეწვეული და ქარვა შავი ზღვის სავაჭრო გზებზე გადიოდა; ამავე გზებით გადაჰყავდათ მონები აზიის მიმართულებით, ხოლო ფუფუნების საგნები, როგორებიცაა აბრეშუმი, სანელებლები, ნელსაცხებლები და ოქროულობა – საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.XV საუკუნეში ვაჭრობამ ამ რეგიონში იკლო, რადგან თურქ ოსმალთა იმპერიამ, რომელიც იმ დროისათვის შავი ზღვის დიდ ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიას თითქმის მთლიანად აკონტროლებდა, ტრადიციული სავაჭრო გზების შეზღუდვა დაიწყო; ამას დაერთო მეკობრეთა თავდასხმები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა. თუმცა XVIII საუკუნეში ოსმალეთის დასუსტებულმა იმპერიამ რუსეთს შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის ნება დართო. რუსი ვაჭრებისათვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა კიდევ უფრო განმტკიცდა 1770 წლიდან, როდესაც რუსეთის საზღვაო ფლოტმა მოულოდნელი შეტევის განხორციელების შედეგად თურქი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, რამაც შავ ზღვაზე ოსმალთა ბატონობას ბოლო მოუღო.XIX საუკუნეში რუსეთმა დიდი მასშტაბის ინვესტიცია განახორციელა შავი ზღვის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის დაიგო ტრანსკავკასიური რკინიგზა. რუსეთის გეგმით, ტრაპიზონის თურქული პორტიდან ვაჭრობა თბილისის მიმართულებით და სამეგრელოში, ფოთის პორტისაკენ გადაინაცვლებდა. საუკუნის ბოლოს ვაჭრობა შავი ზღვის რეგიონში აღმავლობის გზას დაადგა, რასაც შავი ზღვის აღმოსავლეთით, კასპიის ზღვის რეგიონში, ნავთობის აღმოჩენა მოჰყვა. ნავთობის ამ მარაგისათვის მთავარი საექსპორტო მარშრუტი იწყებოდა ბაქოდან, მისი მოპოვების ადგილიდან, შემდგომ იგი რკინიგზით ბათუმში გადაჰქონდათ; ბოლოს ფოთის პორტიდან ხდებოდა მისი გემებით ექსპორტირება.XX საუკუნესა და XXI საუკუნის დასაწყისში შავი ზღვის რეგიონი კვლავ ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ დერეფნად იქცა. ეს საბჭოთა კავშირის დაშლამ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამომხმარებლო საზოგადოების განვითარებამაც განაპირობა. თურქეთის მზარდმა მოთხოვნილებამ ნედლი მასალებისადმი, ევროპული ცხოვრების სტანდარტებისაკენ სწრაფვამ და ევროკავშირში გაერთიანების სურვილმა, რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირსა და ნატოში მიღებამ, ნავთობის ბუმმა რუსეთში და ბაქო-ჯეიჰან-თბილისის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებამ შესაძლებელი გახადა კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთის ქვეყნებისაკენ ნავთობის ტრანსპორტირება, რამაც ამ რეგიონის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია.

კონფლიქტები ოსმალეთის იმპერიასთან